საკონსტიტუციო რუსული კანონის განხილვას იწყებს | დაესწრება თუ არა პროცესს პრეზიდენტი, უცნობია

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, ოპოზიციის, მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების განხილვას იწყებს. სასამართლოს პლენუმი "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რუსული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობას 29 აგვისტოდან დაიწყებს, სავარაუდოდ რეპრესიული კანონის განხილვა, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს, რამდენიმე დღე გარძელდება, გადაწყვეტილების მისაღებად კი მოსამართლეებს გარკვეული ვადა აქვთ. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პლენუმმა პირველივე სხდომაზე არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა დროებითი მექანიზმის ამოქმედებისა და კანონის შეჩერების თაობაზე, რუსული კანონი სასამართლოში განხილვვის დასრულებამდე სრული ძალით ამოქმედდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი