ოლიგარქის პარტია წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. დიდი თავყრილობა, სადაც ტრადიციულად დამსწრეები საგანგებოდ შეკრიბეს, მცხეთაში გაიმართა. საჯარო მოხელეებით შევსებულ პარტიულ შეკრებაზე თავად ბიძინა ივანიშვილიც მივიდა, რომელიც საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც პროდასავლურ ძალებს აკრძალვით დაემუქრა. "ოცნების" ლიდერების გამოსვლების მთავარი ხაზიც დღეს დამფუძნებლის განცხადებების იდენტური იყო. 12-წლიანი მმართველობის შემდეგაც პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სახელისუფლებო პარტიის ხელმძღვანელი პირები წინასაარჩევნო კამპანიას კვლავ უკიდურეს პოლარიზაციაზე აგებენ, ისევ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მმართველობაზე საუბრობენ, იმუქრებიან ოპოზიციური პარტიების გაუმებით და რეპრესიებს აანონსებენ.