
ინდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ აფეთქება ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში
მდებარე კერძო ფარმაცევტულ ქარხანაში შუადღისას მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მათივე თქმით, მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.