უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 21 აგვისტოს ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინული თვითმფრინავების სამიზნეები იყო რადიოკავშირის ცენტრი, მოსკოვის აეროპორტი და როსტოვის საჰაერო ბაზა - ”დღეს ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ოპერაცია დრონების გამოყენებით”, - უთხრა ბუდანოვმა The War Zone-ს.
ბუდანოვმა არ დააკონკრეტა ერთ-ერთი სამიზნის - რადიოკავშირის ცენტრის ადგილმდებარეობა. მისივე ცნობით, დარტყმები განხორციელდა მოსკოვის "ოსტაფიევოს" აეროპორტსა და როსტოვის რეგიონში მდებარე მილეროვოს საჰაერო ბაზაზე.
"ჯამში, დაახლოებით 50 დრონი იყო ჩართული, ზარალის ოდენობა ზუსტდება" - თქვა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა გუშინ, 21 აგვისტოს განაცხადა, რომ დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა, მათ შორის მოსკოვზე.