
საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს თანამდებობიდან ათავისუფლებს. საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით შესაბამისი წინადადება პრეზიდენტს წარედგინა.
ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტს 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარაძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება.
ზურაბ პატარაძე 2016-2018 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.