"სარჩელს პერსპექტივა არ აქვს" | კობახიძის მითითება საკონსტიტუციოს, რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტია რუსული კანონის განხილვის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საჯარო დაკვეთის მიცემას არ ერიდება და პრემიერი კობახიძე პირდაპირ ამბობს რომ ანტიკონსტიტუციური კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციის, სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების სარჩელი თავიდანვე განწირულია. 

"არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა ვერ შეფასდება უარყოფითად სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვერავითარი პერსპექტივა სამართლებრივი კუთხით ამ სარჩელს ვერ ექნება...რუსული კანონი არ არსებობს, ეს ტერმინი არის ცრუპენტელობა. მე მოგიწოდებთ ცრუპენტელობას მომავალში აღარ მიმართოთ" უთხრა კობახიძემ კრიტიკულ მედიას. 

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის განხილვას, სავარაუდოდ 29 აგვისტოდან დაიწყებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით ოთხი სარჩელია შესული. კანონი გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა და ასევე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. მოსარჩელეები კანონის გაუქმებას, იქამდე კი სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი