რუსეთის ФСБ-მ საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის", CNN-ის რეპორტიორისა და 2 უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა [ФСБ] საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის", CNN-ის რეპორტიორის ნიკ პეიტონ უოლშისა და  ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსული სააგენტოების ცნობით, ФСБ რეპორტიორების შეყვანას საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც გეგმავს.

ჟურნალისტები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში იმყოფებოდნენ და გადაიღეს რეპორტაჟი, რა ვითარება იყო იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ. 

იქამდე კი, 17 აგვისტოს რუსეთმა მსგავსი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი ჟურნალისტების წინააღმდეგაც, რომლებიც ასევე სუჯაში იმყოფებოდნენ რეპორტაჟის მოსამზადებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი იტალიის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.

შეგახსენებთ, რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას 15 აგვისტოს შემდეგ, უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი