"შე მოღალატე ხიხო, ვინ უნდა შეაშინო?" | კოალიცია "ერთიანობის" პასუხი ივანიშვილს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის მუქარას კოალიცია "ერთიანობა" პასუხობს. გაერთიანებაში ბრიფინგი გია ბარამიძემ გამართა და ოლიგარქის პარტიის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს გამოეხმაურა. 

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ივანიშვილს პოლიტიკურ განაჩენს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოუტანს.

"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, შე მოღალატე ხიხო, ნაციონალური მოძრაობის გაუქმებით რომ იმუქრები უკვე 12 წელიწადია და მხოლოდ ამას რომ პირდები საქართველოს მოქალაქეებს, ვის ჰგონია, რომ შეაშინებ? 

ვინ უნდა შეაშინო, ქართველი ხალხი? რომელსაც ერთადერთ რამეს პირდები, რომ ოპონენტებს გააუქმებ. ბელარუსიად გინდა გადააქციო საქართველო? არ გამოგივა. ხმების ორ მესამედს კი არა, 26 ოქტომბერს მიიღებ ძალიან დიდ პანღურს ქართველი ხალხისგან" აღნიშნა ბარამიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი