"ოცნების" მიზანი მხოლოდ ივანიშვილია, ჩვენი - ბედნიერი, კეთილდღეობით სავსე საქართველო" | ხელვაჩაურში "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისი გაიხსნა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები დილიდან აჭარაში იმყოფებიან. პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა ხელვაჩაურში ახალი ოფისი გახსნეს. "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"ხელისუფლება არის შესაცვლელი არა იმიტომ, რომ ჩვენ ის არ მოგვწონს სახელმწიფოებრივად, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ქადაგებს აგრესიას, სიძულვილს, კონსპირაციას. არცერთი სიტყვა ხალხზე, საქართველოს მოქალაქეზე, თავი და ბოლო ივანიშვილია, მხოლოდ ივანიშვილია "ქართული ოცნების"  მიზანი და ამოცანა. ჩვენი მიზანი და ამოცანაა ბედნიერი, კეთილდღეობით სავსე საქართველო, - განაცხადა ნიკა მელიამ.

კოალიცია ცვლილებისთვის დღესვე ოფისს გახსნის ქობულეთშიც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი