სავარაუდო სექსუალური ძალადობა თუ ფულის გამოძალვის მცდელობა - რა გახდა ხაშურში სასტიკი მკვლელობის მოტივი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. თუმცა მოკლულის ახლობლები და თანასოფლელები არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობას გამორიცხავენ. დაკავებული 15 წლის გოგო კი, რომელსაც საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ბრალის წარდგენას ელოდება. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყოლია.
"ჯერ ჩვენ ბრალი არ წაგვყენებია. ამიტომ ვერ მოგახსენებთ ჩვენ წარდგენილ ბრალში რა პოზიციას დავიკავებთ. შეიძლება სწორედაც ისეთი ბრალი იყოს, რომელიც, დავუშვათ, ჩვენ დავეთანხმოთ, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ არ არის სწორად ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, ამ წუთში, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ პოზიციას. რაც შეეხება თვითონ ბავშვს, არასწულწლოვანს, აცნობიერებს თვითონ მომხდარ შედეგს, ფიზიკურად, ახლა, ამ ეტაპზე, კარგად გრძნობს თავს, მაგრამ შესაბამისად ემოციების ქვეშ არის და გუნდი, ვინც მასთან ერთად ვმუშაობდით, რომ შეგვემსუბუქებინა ეს გარემოება და მას სტრესი ნაკლებად მიდგომოდა", - ამბობს ადვოკატი ნინო იასაღაშვილი.
იხილეთ ასევე: