ოლიგარქის შიშები ამომრჩეველთან შეხვედრაზე | ბრონირებული მინის მიღმა მყოფმა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

გამოქვეყნდა:

პარანოიით შეპყრობილი ოლიგარქი - სცენა, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მცხეთაში ნახეს, რამდენიმე დრამატულ ფაქტს ადასტურებს. ბიძინა ივანიშვილს თავდასხმის ეშინია, და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ოლიგარქის მონურ მორჩილებაში არიან. მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სცენაზე ორი ტრიბუნა იდგა - ერთი პარტიის ლიდერებისთვის, მეორე კი საგანგებოდ ბიძინა ივანიშვილისთვის - ტყვიაგაუმტარი შუშით და რკინის ბადით შემოსაზღვრულ სივრცეში სხვა არავინ შეშვეს თავად ოლიგარქის გარდა. უფრო მეტიც, აშკარაა, რომ ივანიშვილთან მიახლოებაც კი ყველას აკრძალული ჰქონდა.

ამ სასცენო აკვარიუმიდან მიმართა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა მხარდამჭერებს და კრემლის რიტორიკის ზუსტი გამეორებით საქართველოში ფაქტობრივად დიქტატორული რეჟიმის შემოღება დააანონსა. დარბაზიც, და სცენაზე მორიდებულად მდგომი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი პირებიც ოლიგარქს ტაშს უკრავდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი