
"კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონულ მასშტაბებს აფართოვებს. დასავლეთ საქართელოში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეიდან ორით მეტი ადმინისტრაციული ოფისი აქვს. ქობულეთსა და ხელვაჩაურში უკვე არსებობს წარმომადგენლობები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მოუსმენენ. ახალი ოფისების გახსნას დღეს გაერთიანების ლიდერები ესწრებოდნენ და აჭარლებთან 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მათი პრობლემების მოგვარების გზაბზე საუბრობდნენ.
ავტორები: თეა ვაშალომიძე, მარიკა ბოლქვაძე