
ნახევარი მილიონი ლარი - "ქართული ოცნებისთვის" გადახდილი თანხა, რომლის სანაცვლოდაც ბიზნესმენი მშენებლობის უფლებას იღებს. ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილის ბიზნესი განსაკუთრებულ მასშტაბებს აღწევს. ფუტკარაძეების ოჯახმა შეძლო და ბათუმის უნიკალურ უბანში, ერას მოედანზე, კორპუსის მშენებლობის უფლება მიიღო. არასამთვრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური კორუფციის კლასიკურ სქემასთან, რომელსაც "ქართული ოცნება" ბიზნესთან ურთიერთობაში იყენებს.