სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ 36 წლის კაცს ბრალდება წარედგინა 

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ 36 წლის კაცს ბრალდება წარედგინა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს,  სამტრედიაში, ბრალდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით მეზობელს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ  ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - წერს პროკურატურა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 20 აგვისტოს მოხდა. ასაკოვან ქალს სასიკვდილო ჭრილობები მეზობლის სახლში მიაყენეს. მეზობელმა, რომელიც დასასვენებლად იყო წასული, მას სახლი მოსავლელად დაუტოვა. დილის საათებში კი იქ შესულ ქალს სავარაუდოდ ქურდობის მიზნით შეპარული ახალგაზრდა დახვდა, რომელმაც 72 წლის ქალი ცივი იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი