
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები რუსული ოკუპაციისას ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ გორში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. რატომ არის საჭიროო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა და როგორ გადაიჭრება ადგილობრივების პრობლემები ყველაზე ეფექტურად - ეს არის მთავარი თემები, რომლებზეც პოლიტიკოსები საუბრობენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კოალიციის ლიდერები პირობას დებენ, რომ დაჩქარდება ევროინტეგრაციის პროცესი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და გაიზრდება პენსიები. ძლიერი საქართველოს ლიდერებმა მოსახლეობასთან შეხვედრები ხაშურსა და ქარელშიც გამართეს.