"ლურჯ-ყვითელი აერთიანებს, ლურჯ-ყვითელი შთააგონებს" | უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

გამოქვეყნდა:

უკრაინა დღეს, 23 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს:

"ლურჯ-ყვითელი აერთიანებს, ლურჯ-ყვითელი შთააგონებს, ლურჯ-ყვითელი არის უკრაინა.

გილოცავ ეროვნული დროშის დღეს, უკრაინა!" ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამ პოსტში

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან აქცია-მსვლელობა გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“.  შეკრება 18:40 საათზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან დაიწყება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი