გერმანიაში მდებარე NATO-ს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების მაღალი დონეა გამოცხადებული

გამოქვეყნდა:

გერმანიის ქალაქ გეილენკირხენში მდებარე  ნატოს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების მაღალი დონე ნარჩუნდება. უსაფრთხოების მაღალი დონე ღამით დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე გაიზარდა, რომელიც პოტენციური საფრთხეზე მიუთითებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ Charlie-ში ვართ", - განუცხადა როიტერს ბაზის სპიკერმა, რაც გულისხმობს განგაშის ოთხი დონიდან მეორე ყველაზე მაღალ დონეს.

უსაფრთხოების დონე Charlie განიმარტება, როგორც "მოხდა ინციდენტი ან მიღებულია სადაზვერვო მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ  ნატოს ორგანიზაციების ან პერსონალის წინააღმდეგ რაიმე სახის ტერორისტული ქმედების მაღალი ალბათობა არსებობს".

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი