"საქართველო პუტინიზმის გზაზე" | POLITICO ოლიგარქის პარტიის დაანონსებულ რეპრესიებზე და კობახიძის პასუხი

გამოქვეყნდა:

საქართველო პუტინიზმის გზაზე - ამ სათაურით ვრცელ სტატიას ავტორიტეტული გამოცემა "პოლიტიკო" აქვეყნებს. ქართული ოცნების დაანონსებულმა რეპრესიებმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. 

გამოცემა ენმ-ის თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ინტერვიუს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის მუქარისშემცველ დაპირებებს დეტალურად განიხილავს - "ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძაფზეა ჩამოკიდებული" - ნათქვამია სტატიაში. 

დაანონსებულ რეპრესიებზე კი განცხადება დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლების" შემდეგ, "ლოგიკური გაგრძელება იქნება" მათ მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ:

"მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება ბუნებრივია მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. " ამბობს კობახიძე და ამტკიცებს, რომ პარტიების გაუქმების მიუხედავად, პარლამენტი  "დემოკრატიული" იქნება და "ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება". 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი