"ასეთ დავალებებს ოცნების შტაბი იძლევა" | ჩოხატაურის ახლადგახსნილი ოფისიდან კოალიცია "ცვლილებისთვის" ბანერი ჩამოიხეს

გამოქვეყნდა:

ჩოხატაურში კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისზე გაკრული ბანერები დააზიანეს. დილით, ადგილზე მისულ გაერთიანების წევრებს სარეკლამო პოსტერები ჩამოხეული დახვდათ. ეს ოფისი კოალიციის ლიდერებმა ორი დღის წინ გახსნეს და ამბობენ, რომ მომხდარის უკან ხელისუფლება დგას, რადგან გახსნამდეც იღებდნენ "ოცნების" მხარდამჭერების მხრიდნ გარკვეულ მუქარებს, ადგილობრივი მერია კი ბანერების ჩამოსხნას მოითხოვდა:

"ჩვენ სრულიად კანონიერად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ი მოვთხოვეთ ჩვენი სარეკლამო ბანერის განთავსება და სრულიად კანონიერად გავაკარით ეს ბანერი. ამის შემდეგ, ქართული ოცნების დავალებით, მოვიდნენ მერიის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვდნენ რომ ეს ბანერი ჩამოგვეხსნა. რასაკვირველია არ დავემორჩილეთ, რის შემდეგაც მოხდა ბანერის დაზიანება... ქართული ოცნების შტაბი იძლევა ასეთ დავალებებს და ძლიერ ოპონენტთან ბრძოლას ასეთი ხერხებით ცდილობს " ამბობს კოალიციის ადგილობრივი წარმომადგენელი. 

თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით, კოალიციამ გუშინ განცხადებაც გაავრცელა

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი