საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტია "ჩვენ" ერთვება | ვინ არიან დავით ქაცარავას თანაგუნდელები

გამოქვეყნდა:

საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტია "ჩვენ" ერთვება. პარტიის თავჯდომარემ დავით ქაცარავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას გუნდის წევრები და სამომავლო გეგმები გააცნო. დავით ქაცარავას თანაგუნდელები არიან  პიარ მენეჯერი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიშიკო რამიშვილი, პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი გიგიშა პატარიძე, სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე და ა.შ.

დავით ქაცარავას თქმით, პარტია დაფუძნდა იმ ადამიანებისგან რომელიც საქართველოსთვის იბრძვიან.

"ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი