ვოლგოგრადის კოლონიაში პატიმრებმა ციხის ადმინისტრაცია მძევლად აიყვანეს | ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვკინოს კოლონიაში პატიმრების ბუნტია. რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. რამდენიმე პატიმარმა მძევლების აყვანა შეძლო. ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებაც.

გარდა ამისა, ცნობილია 5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი.

რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი იუწყება, რომ თავდამსხმელებმა გამოაცხადეს თავიანთი კავშირი ISIS-თან. ამასობაში, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი და სისხლიანი ოთახი.

მძევლები ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვენ, ირწმუნება გამოცემა Sapa Kavkaz.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი