როგორც აღმოჩნდა, მთავარი სამიზნეები ვართ ჩვენ - "კოალიცია ცვლილებისთვის", ბანერი ადგილზე დაბრუნდება და შედეგსაც მალე ნახავს "ოცნება" | გიორგი კირთაძე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილების" ჩოხატაურის ოფისზე ახალი ბანერი მონტაჟდება. ძველი ბანერი, დღეს დილით კოალიციის წევრებს დაზიანებული დახვდათ. ოპოზიცია მომხდარში "ქართული ოცნების" კვალს ხედავს.

"ეს არის მიზანმიმართული ხელის შეშლა პოლიტიკური საქმიანობის. როგორც ჩანს, ძალიან შეწუხდნენ იმითი, რომ "კოალიციამ ცვლილებისთვის" გახსნა საარჩევნო შტაბი. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩოხატაურში და ამის გამოძახილია ეს ყველაფერი. სხვას არავის ერჩიან, როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით მთავარი სამიზნეები ვართ ჩვენ - "კოალიცია ცვლილებისთვის". აუცილებლად გაიკვრება ეს ბანერი აქ, იმ ადგილას დაბრუნდება, სადაც იყო და შედეგსაც ძალიან მალე ნახავს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ჩოხატაურში. ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ყველა მეთოდით ცდილობს პოლიტიკურ საქმიანობაში შეგვიშალოს ხელი და შეინარჩუნოს ხელისუფლება" - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, ჩოხატაურის ოფისი კოალიციის ლიდერებმა ორი დღის წინ გახსნეს. ისინი ამბობენ, რომ მომხდარის უკან ხელისუფლება დგას, რადგან გახსნამდეც იღებდნენ "ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან გარკვეულ მუქარებს, ადგილობრივი მერია კი ბანერების ჩამოხსნას მოითხოვდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი