ინდოეთისა და უკრაინის ლიდერებმა ოთხ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერმინისტრმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. როგორც UNIAN წერს, ზელენსკისა და მოდის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათი გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია არ გამართულა.

ნარენდრა მოდი კიევში დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო დროშის დღეს ჩავიდა.

მოდიმ და ზელენსკიმ მოლაპარაკების დაწყებამდე რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების მულტიმედიური მემორიალი მოინახულეს.

უკრაინისა და ინდოეთის ლიდერების მონაწილეობით ხელი მოეწერა ოთხ დოკუმენტს, რომელიც ეხება ორი ქვეყნის თანამშრომლობას სამედიცინო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა: 

„ინდოეთის ხალხის სახელით, რომლის მოსახლეობაც 1,4 მილიარდი ადამიანია, ვლოცულობ მშვიდობისთვის, წინსვლისა და კეთილდღეობისთვის მეგობარი უკრაინის ხალხისთვის“, - წერს ნარენდრა მოდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი