ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

74 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"ბრალდებული ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ბავშვია მოგეხსენებათ და  ემოციების მართვაც ვერ შეძლო და ძალიან მძიმე მდგომარეობაა" განაცხადა ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მკვლელობა  ხაშურის მუნიციპალიტეტში, 2 დღის წინ მოხდა.  მოკლულია ტაქსის მძღოლი, 74 წლის ზურა ლაშხი. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგომ მას ცივი იარაღით ჭრილობები ყაჩაღობის მოტივით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვან გ.ყ-ს  წარედგინა ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც ნიშნავს განზრახ მკვლელობას და მისი ასაკის მხედველობაში მიღებით, ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დღეს არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საქმეზე გამოძიება გრძელდება " აღნიშნა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ. 

 ცნობისთვის, მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი