შტურმის შედეგად ვოლგოგრადის კოლონიაში ყველა მძევალი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებულია | რუსული მედია

გამოქვეყნდა:

სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის კოლონიაში ყველა მძევალი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ რუსული მედია "როსგვარდიაზე" დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, შტურმის დროს მოკლულია აბუნტებული ოთხივე პატიმარი. მათი განეიტრალება კი სნაიპერებმა მოახერხეს. 

მანამდე ცნობილი გახდა 5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი.

რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი იუწყებოდა, რომ თავდამსხმელებმა გამოაცხადეს თავიანთი კავშირი ISIS-თან. ამასობაში, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი და სისხლიანი ოთახი.

მძევლები ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვდნენ, ირწმუნება გამოცემა Sapa Kavkaz.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი