პრემიერი საფრანგეთისთვის დახმარების თხოვნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი კობახიძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ დასავლეთის მაგინებელი ხელისუფლება დახმარებისთვის ისევ დასავლეთს მიმართავს და მისთვის გაუგებარია, რატომ უჩერებენ ფინანსურ ტრანშებს მეგობარი ქვეყნები "ოცნების" ხელისუფლებას. ირაკლი კობახიძის მთავრობამ უკვე გადაუგზავნა პარლამენტს დოკუმენტი, რომელიც საფრანგეთისგან ხაშურში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დამატებით 30 მილიონ ევროს ითხოვს. ხაშურში ეს პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი ქსელი უნდა მოწყობილიყო.