თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, საჯარო ადგილებში, ქალის ხმის გაჟღერება აიკრძალება

გამოქვეყნდა:

ავღანეთსი თალიბანის წარმომადგენლები საზოგადოებაში ქალის ხმის გავრცელებას კრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

გადაწყვეტილება თალიბანის უზენაესმა ლიდერმა, ფიბატულა ახუნდზადამ მიიღო. ქალის ხმის გავრცელება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სიმღერებსა და სადღესასაწაულო ღონისძიებებზე აიკრძალება. მათი აზრით, ქალის ხმა ინტიმურად ითვლება და ის საჯაროდ ამიტომ არ უნდა გაჟღერდეს.

ახალი კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ქალებისთვის სავალდებულო ხდება საჯარო სივრცეებში სხეულისა და სახის დაფარვა, რადგან ის სხვებისთვის ცდუნების მიზეზი არ იყოს. აღსანიშნავია, რომ მათი ტანსაცმელი არ უნდა იყოს თხელი, მჭიდრო ან მოკლე. ქალებს ასევე აეკრძალებათ შეხედონ მამაკაცებს, რომელთანაც სისხლით ან ქორწინებით ნათესავები არ არიან.

 „გარწმუნებთ, რომ ეს ახალი ისლამური კანონი დიდ დახმარებას გაუწევს სათნოების ხელშეწყობასა და მანკიერების აღმოფხვრას“, - ნათქვამია ახალი კანონის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი