
ტაილანდში, კუნძულ ფუკეტზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა სულ მცირე 5 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუსი ცოლ-ქმარიცაა. წყვილი კუნძულზე დასასვენებლად ჩავიდა. მათი განმარტებით, პოლიცია სხვა დაღუპულების ვინაობის დადგენას ცდილობს.
"დილის 2 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რამაც სახლებიც დააზიანა", - აცხადებს პოლიცია.