ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰანიეს მკვლელობისთვის ირანს ისრაელის დასჯის უფლება აქვს

გამოქვეყნდა:

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ირანს ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის ისრაელის წინააღმდეგ პასუხის გაცემის უფლება აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, 31 ივლისს ჰამასის ლიდერი ჰანიე თეირანში მოკლეს, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ირანის მხარის თქმით, ეს ქმედება "ირანის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უპატიებელი დარღვევა იყო" და რომ "აგრესორის დასჯა ირანის უფლებაა".

ამ დრომდე ისრაელს ჰანიეს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა არც უარუყვია.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ არაღჩის თანამდებობაზე დანიშვნაზე მისალოცად დაურეკეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი