
ტაივანში 8 ჯარისკაცს ფულის სანაცვლოდ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს დადგენილებით, გადამდგარმა ოფიცრებმა ჯარისკაცები 700 000 ტაივანური დოლარით მოისყიდეს, რათა ჯაშუშთა ქსელში გაწევრიანებულიყვნენ.
ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ჯარისკაცების გადაბირებაში საკვანძო როლი შეასრულა - მას პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი, 13-წლიანი ვადა შეეფარდა.
ერთ-ერთ გადაბირებულ ჯარისკაცს, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა, ჩინეთში ვერტმფრენით გადაფრენისა და ღალატის დაგეგმვისთვის 9 წელი შეუფარდეს.
"ისინი ფულით შეაცდინეს. [...] თავიანთი ქმედებებით დაარღვიეს მათი ოფიციალური ვალდებულებები, რომ ქვეყნისადმი ერთგულები ყოფილიყვნენ, დაეცვათ ქვეყანა და ხალხი... რათა ტაივანის ხალხის კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის წინაშე დაეყენებინათ". - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.