
პოლიტიკურმა გაერთიანება "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ" ნინოწმინდის ოფისი გახსნა.
ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ნინოწმინდის მოსახლეობას კოალიციის ხედვები გააცნო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების და მასში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობაზე
"საარჩევნო #4-ს, კოალიცია ცვლილებებისთვის დღეიდან აქ აქვს საბრძოლო-პოლიტიკური შტაბი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი ფეოდალები დამარცხდნენ ნინოწმინდაში. თუ სადმე არის სახელმწიფოებრივი განცდა დასაბრუნებელი, ეს არის ნინოწმინდა და ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეს უნდა დაუბრუნდეს განცდა რომ ის არის ბატონ-პატრონი ამ ქვეყნის და არა ადგილობრივ ფეოდალებს ჰქონდეთ განცდა რომ ისინი არიან სახელმწიფო და ბატონი და სხვა ნინოწმინდელები მოსამსახურე პერსონალი. 26 ოქტომბერს ნინოწმინდა ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის ოლიგარქიზმზე და ფეოდალურ მმართველობაზე, აქ არიან მცირე ბიძინა ივანიშვილები და კოალიციური მმართველობა ნინოწმინდაში წარსულს ჩააბარებს ოლიგარქიულ მმართველობას, რომელიც ობიექტურად უნდა ითქვას, არ დაწყებულა ბოლო 12 წლის განმავლობაში. ყველა პროცესს აქვს დასაწყისი და დასასრული და ეს დასასრული ფეოდალებისთვის დგება 26 ოქტომბერს," - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” დღეს ოფისებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხსნის.