საქართველოს მთავრობა, "ჩრ. კორეის სტილში", ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს | Politico

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" და მისი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კანონგარეშედ გამოაცხადებს, გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის სტატია იწყება ანალიტიკოსების მოსაზრებით, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი "საქართველოში დემოკრატიის დასასრული იქნება."

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და თბილის შორის რუსული კანონის გამო ისედაც გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ოლიგარქის პარტიის ეს გეგმა საქართველოს ევროპულ კურსს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი