პროტესტი ჭორვილაში | "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებული ადამიანები, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სახლთან 15:00 საათიდან გადაინაცვლებენ.

"სახლი დაგვინგრიეს, თუ რამე ჩემმა მამამთილმა და ქმარმა იწვალეს, ამ სახლის მშენებლობაზე ჩადეს, უმძიმეს პირობებში გვიხდება ცხოვრება, ამათ კი ეს არ აინტერესებთ. სხვა გზა დარჩენილი არ გვაქვს, იძულებული ვართ, ივანიშვილის სახლთან გადავინაცვლოთ,"– აცხადებს აქციის მონაწილე.

შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 165 დღეა გრძელდება. ადგილობრივები კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და დაზიანებული საცხოვრებელი გარემოს გამო ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი