"მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია" | ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ომში მყოფ ქვეყანას  ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს წარმატებასა და საერთო მტერზე გამარჯვებას უსურვებს.

"ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!
მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის" ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. 

საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უკრაინისთვის დამოუკიდებლობის დღე ჯერჯერობით არ მიულოცავთ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი