
კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - რეგიონების მასშტაბით ოფისების გახსნას განაგრძობს. დღეს პარტიის ლიდერებმა ოფისები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში - კერძოდ ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში გახსნეს. გაერთიანების ლიდერები
ადგილობრივებს შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და გაერთიანების ხედვები გააცნეს - მათ შორის მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ. ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის საჭიროებაზე.