
აფეთქების შედეგად, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ლა-გრანდი-მოტეში სინაგოგასთან, ერთი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლება და პოლიცია შემთხვევას ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს.
ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე სინაგოგაში 5 ადამიანი, მათ შორის რაბინი, იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან. პოლიციის თქმით, აფეთქება ბეთ იააკოვის სინაგოგის გარეთ, მანქანაში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
France 24 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შენიშნეს სავარაუდო ეჭვმიტანილი, რომელსაც პალესტინის დროშა ჰქონდა შემოხვეული და, სავარაუდოდ, 9მმ კალიბრის პისტოლეტით იყო შეიარაღებული. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა თქვა, რომ საქმის გამოძიება ანტიტერორისტული განხრის პროკურორებს დაევალათ.
„ლა-გრანდი-მოტოს სინაგოგა დღეს დილით თავდასხმის სამიზნე გახდა. ეს ანტისემიტური აქტია. ჩვენი ებრაელი თანამოქალაქეები მიზანში კიდევ ერთხელ ამოიღეს“. - დაწერა ატალიმ X-ზე.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა თქვა, რომ ებრაელთა თავშეყრის ადგილებში პოლიცია გაძლიერდება.