აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციის აკრძალვის "ოცნებიუსეულ" გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადების შესახებ Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს.
“აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი.
როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველს წარმოადგენს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტონ კრიტიკოსთა დემონიზება და მოეშვან წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას, ასევე დაუბრუნდნენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას” - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.