რუსეთმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთის" ხელმძღვანელი ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - განდევნილი რუსეთის" ხელმძღვანელი, ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთის" ყოფილი ხელმძღვანელი) ილია შუმანოვი. ინფორმაციას ამის შესახებ Медиазона ავრცელებს.

Медиазона-მ ყურადღება გაამახვილა დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში მის ბარათზე. ბარათში, ჩვეულებისამებრ, ასეთ შემთხვევებში, წერია, რომ შუმანოვი სისხლის სამართლის დანაშაულით იძებნება, მაგრამ არ წერია რომელი. ილია შუმანოვი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

 თავად შუმანოვმა Медиазона-ს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ე.წ. უცხოური აგენტის მოვალეობის შეუსრულებლობის მუხლით. ეს მოგვიანებით TASS-მა წყაროზე დაყრდნობით დაადასტურა. შუმანოვი "უცხოური აგენტების" რეესტრს 2022 წელს დაემატა.

გასულ წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად ცნო საერთაშორისო გამჭვირვალობის საქმიანობა რუსეთში. გადაწყდა ცენტრის, როგორც იურიდიული პირის გაუქმება. მის მაგივრად საზღვარგარეთ შეიქმნა  "საერთაშორისო გამჭვირვალობა – რუსეთი ემიგრაციაში" შეიქმნა, მას ასევე ხელმძღვანელობდა შუმანოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი