პოლიტიკურმა გაერთიანება "კოალიცია ცვლილებისთვის" ადიგენის ოფისი გახსნა. ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ცვლილებები გარდაუვალია და "კოალიცია ცვლილებისთვის”, საარჩევნო ნომრით 4-ით მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაში.
"კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო შტაბი ადიგენშიც გაიხსნა. რა თქმა უნდა, გამონაკლისის გარეშე ადიგენშიც ვიბრძოლებთ წარმატებისთვის. "კოალიცია ცვლილებისთვის", #4 ითამაშებს გადამწყვეტ როლს საერთო ოპოზიციური და ხალხის გამარჯვებისთვის. ფეოდალური წყობა ამ მხარეში უნდა დამარცხდეს ერთხელ და სამუდამოდ. ვერავინ ვერასოდეს უნდა გაბედოს, რომ ადიგენი დაისაკუთროს. ხალხში არის ეს დაუოკებელი სურვილი. საზოგადოების ნაწილი არის ფეოდალური წნეხის ქვეშ, მაგრამ აქტიური ნაწილის რწმენას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთელი საქართველო ფეხზე დადგება 26 ოქტომბერს," - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს ოფისებს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ხსნიან.