"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისი ახალციხეშიც გაიხსნა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური გაერთიანება "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" რეგიონული ოფისების გახნას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ კოალიციის ლიდერებმა ახალციხის ოფისი გახსნეს.

ნიკა მელიამ საზოგადოების განწყობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ხალხს ცვლილებები სურს. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია კოალიციურად შეძლებს ქვეყნის გაძლიერებასა და ევროკავშირში შეყვანას.

"4 ნომერი იქნება ცვლილების მთავარი სიმბოლო, ამას სჭირდება ბევრი შრომა რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ. სუსი და ივანიშვილის სპეცსამსახურები ქართველი ხალხის ნებას ვერ ჩაახშობენ და ვერ გადაწერენ. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი გამოცხადდება არჩევნებზე და მხარს დაუჭერს ამ ქვეყნის მომავალს და კოალიცია 4 ნომერი უდიდეს როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად." - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი