ინდონეზიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ინდონეზიაში, წყალდიდობის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ წყალდიდობა მალუკუს პროვინციაში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. 

სტიქიამ ასევე 10-მდე სახლიც დააზიანა. 

სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმა კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება. ამინდის სააგენტომ ამის შესახებ მოსახლეობაც გააფრთხილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი