მედია: პენიტენციური დაწესებულების მეორე განყოფილებაში პატიმარს სცემეს

გამოქვეყნდა:

პენიტენციური დაწესებულების მეორე განყოფილებაში პატიმარს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა 
აჭარა თაიმსი პატიმრის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ნ.ბ-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული. ის თავდაპირველად ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

ოჯახმა და ახლობლებმა ამ დრომდე არ იციან, ვინ იძალადა მსჯავრდებულზე ან როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“მედიისგან ვითხოვთ ყურადღებასა და საკითხის გაშუქებას, პასუხს არავინ გვცემს, ერთადერთი ის ვიცით, რომ პატიმარი ნაცემია, რთულ მდგომარეობაშია,” - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი