Bloomberg: კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 1 თვის განმავლობაში, 540 მლნ დოლარის შემოწირულობა შეგროვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, 540 მილიონი დოლარის შემოწირულობა შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

კამპანიის თავჯდომარის, ჯენ ო'მალი დილონის თქმით, რეკორდული შემოწირულობა მას მერე გაიზარდა, რაც ჰარისი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. 

აღსანიშნავია, რომ დონორებს შორის ქალები გამოირჩევიან. ისინი დონორების ორ მესამედს შეადგენენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი