იემენთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

იემენთან ახლოს, მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი ამ დრომდე დაკარგულია. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

მიგრანტების ნავს ეთიოპიის 25 და იემენის 2 მოქალაქე გადაჰყავდა. ორგანიზაციის ცნობით, ნავი იემენის სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 11 მამაკაცია, 2 კი ქალი. დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი