ოლიგარქის მუქარა ბრონირებული მინიდან | "ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას რაჭაში განაგრძობს

გამოქვეყნდა:

მუქარა ტყვიაგაუმტარი მინიდან  ბიძინა ივანიშვილმა დღეს საზოგადოებასთან პირისპირ გამოჩენა ისევ ვერ გაბედა და ხალხის წინაშე კვლავ ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა წარსდგა. ოლიგარქმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად რაჭაში, კვლავ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რევანში დაანონსა და პროდასავლური ოპოზიციის განადგურებით დაიმუქრა. ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს "ოცნების" ერთადერთი სათქმელი ამომრჩევლისთვის მხოლოდ საწინააღმდეგო აზრის გაუქმებაა. ბიძინა ივანიშვილმა   განცხადება რაჭაშიც “ოცნების” წევრებისგან განცალკევებით მდგომმა გააკეთა, თუმცა ამჯერად სამთავრობო მედიის ახლო კადრში ტყვიაგაუმტარი მინა აღარ გამოაჩინეს. წინა ღონისძიების მსგავსად დღესაც ოლიგარქის მისალმება და ხელის ჩამორთმევა ისევ მხოლოდ პრემიემრნისტრმა ირაკლი კობახიძემ დაიმსახურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი