პატარძალი გავლენიანი პატრონით - ღონისძიება 15 სექტემბერს ე.წ კაკლების დასახლებაში გაიმართა. შეზღუდვების მიუხედავად, ქეთი ობოლაშვილისა და კოტე ხიდირბეგიშვილის ქორწილი არ გაუქმებულა და არც გადადებულა. საკუთარ სახლში ჩატარებულ ლამაზ და გემოვნებიან, მაგრამ აკრძალულ წვეულებას 200- მდე სტუმარი ესწრებოდა.
იტყვიან, საკუთარი სახლის ეზოში ვის ეკითხება რას ვიზამთო, მაგრამ მთავრობის დადგენილებაში წერია,რომ ქორწილები, დაბადების დღეები და სოციალური ღონისძიებები, იკრძალება ყველგან - როგორც შიდა ასევე გარე სივრცეში.
კოტე ხიდირბეგიშვილი ვაკის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო და ჩვენი ინფორმაციით ახლაც პოლიციაში მუშაობს, მისი ცოლი კი ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილის შვილია. ობოლაშვილი "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ახალციხის, ადგიგენის,ბორჯომისა და ასპინძის ოლქში.
იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა 10 სექტემბერს აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.