"27 ოქტომბერს, ქვეყანაშიც და ლაგოდეხშიც სხვა საქართველო გათენდება" | ლაგოდეხში "კოალიცია ცვლილებისთვის" ახალი ოფისი გაიხსნა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. კოალიციამ კიდევ ერთი ოფისი ლაგოდეხში გახსნა. კოალიციის ლიდერებმა,  მოსახლეობასთან ერთად განიხილეს რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებსაც, რომელიც როგორც პოლიტიკოსების, ისე მოქალაქეების აზრით, საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

"მოხარული ვარ რომ უკვე ლაგოდეხშიც აქვს "კოალიცია ცვლილებებისთვის", #4-ს საარჩევნო შტაბი, რომელიც ძალიან დიდ როლს შეასრულებს საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში. #4-ს აქვს ამბიცია, რომ მომდევნო კოალიციურ მთავრობაში ჰქონდეს ძალიან დიდი წილი. 27 ოქტომბერს, ქვეყანაშიც და ლაგოდეხშიც სხვა საქართველო გათენდება. უნდა დამარცხდეს "ქართული ოცნების" ფეოდალიზმი, ოლიგარქატი. ხელისუფლება და ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი