"სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა" | მარტვილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. საქმე ეხება მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი