გაჩერებული გრანდიოზული პროექტები, მოუვლელი, მიტოვებული და უყურადღებობისა თუ ვიღაცის ჯინაზე ჩამკვდარი ქალაქები. დავიწყოთ პროექტით, რომელიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის გარანტი უნდა ყოფილიყო. ქალაქ ლაზიკის ტერიტორია, ისევე როგორც ლაზიკის პორტი, დღეს ისევე გამოიყურება როგორც ეს დანგრეული მონუმენტი.

საპარლამენტო დედაქალაქის ადმინისტრაციული უბანი უზარმაზარი შენობების სასაფლაოდ და ძროხების საბალახოდ გადაიქცა. პარლამენტისა და მთავრობის სახლის შენობები, რომელშიც მილიონები დაიხარჯა, დღეს უფუნქციოა და ინგრევა. 

გაჩერებული და ტურისტებისგან დაცლილია რაბათიც, რაც ზარალია ადგილობრივებისთვისაც. ვინც საკუთარი სახლები საოჯახო სასტუმროებად გადააკეთა და ვიზიტორებს ელოდებოდა. 

ლევან ვარშალომიძე გვიყვება, რომ ბათუმისა და ზოგადად აჭარის განვითარებაც სწორედ "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას დასრულდა. მაშინ, მხოლოდ ბათუმზე 2013 წლიდან 3 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. პროექტები ფურცელზე დარჩა..

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა და სწორედ 8 წელი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კონტრასტი თვალშისაცემი ყოფილიყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი