სიღნაღში "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისი გაიხსნა

გამოქვეყნდა:

როგორ ხედავს "კოალიცია ცვლილებისთვის" ქვეყნის განვითარებას და როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების შემდეგ  - აღნიშნულ საკითხზე კოალიციის ლიდერებმა დღეს სიღნაღში, ადგილობრივებთან შეხვედრისას იმსჯელეს. სწორედ სიღნაღში გაიხსნა დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" მორიგი ოფისი.

კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ პრობლემებზე, საგანგაშოდ გაზრდილ შრომით მიგრაციაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

"არჩევნებს უყურებენ როგორც ხსნას, როგორც პასუხის გაცემის შესაძლებლობას ცინიზმზე, კორუფციაზე, ოლიგარქატზე.

მითხრეს, დავინახე და ვიგრძენი, როგორ ცდილობენ სპეცსამსახურების წარმომადგენლები არ მისცენ საშუალება ადამიანებს, რომ მოვიდნენ საარჩევნო შტაბების გახსნაზე. მივიდნენ იმ ახალგაზრდა ადამიანების მშობლებთან, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან ლაგოდეხისა და სიღნაღის შტაბებში და უთხრეს, რომ სამსახურში პრობლემები შეგექმნებათ და შვილები არ გაუშვან #4-ის საარჩევნო შტაბში. ესეც უნდა დასრულდეს და დასრულდება 26 ოქტომბერს. კოალიციური მმართველობის პერიოდში ასეთი სიმახინჯე აზრადაც ვერავის მოუვა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი